ჩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინოვაციებისა და მომავლის ტექნოლოგიების სამყაროში! ჩვენი მისიაა, საქართველოში STEM განათლება ხელმისაწვდომი, სახალისო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გავხადოთ.

ᲠᲝᲙᲝ ᲐᲙᲐᲓᲔᲛᲘᲐ (RoCo Academy)
„როკო აკადემიის“ ისტორია 2018 წლიდან იწყება. მისი სახელწოდებაც სწორედ ჩვენს მთავარ ღირებულებებს — რობოტიკასა და კოდინგს (Robotics; Coding) აერთიანებს.
ჩვენი გზა: 2019 წლიდან აკადემიამ აქტიურად განაგრძო მისია ონლაინ ფორმატში, სადაც, პანდემიის მიუხედავად, ათასობით მოსწავლესა და ასობით პედაგოგს გაუწია მხარდაჭერა ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და რობოტიკის მიმართულებით.
დღეს: „როკო აკადემია“ უზრუნველყოფს ტექნოლოგიების პედაგოგების პროფესიულ მზაობას და განაგრძობს მოსწავლეებში კოდინგის უნარების განვითარებას. ჩვენს კლუბში გაწევრიანებული მასწავლებლები ყოველდღიურად იღებენ საჭირო ცოდნასა და რესურსებს სკოლებში ინოვაციების დასანერგად.

ᲡᲐᲒᲐᲜᲛᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲚᲝ ᲠᲝᲑᲝᲢᲘᲙᲘᲡ ᲐᲡᲝᲪᲘᲐᲪᲘᲐ (ERA)
იმისათვის, რომ ჩვენს მასშტაბურ პროექტებს მეტი სამართლებრივი და საზოგადოებრივი ძალა ჰქონოდა, 2024 წლის 25 ივნისს ოფიციალურად დავაფუძნეთ „საგანმანათლებლო რობოტიკის ასოციაცია“ (ERA).
-
მისია: რობოტიკის პოპულარიზაცია და ქვეყნის მასშტაბით STEM მიმართულების გაძლიერება.
-
საქმიანობა: ERA-ს გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კლასის პროფესიონალებით. ასოციაცია ყოველწლიურად ამზადებს კადრებს რობოტიკის განხრით, მართავს საგანმანათლებლო აქტივობებსა და საერთაშორისო დონის ოლიმპიადებს საქართველოში.
ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲐᲦᲘᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘ
ჩვენი საქმიანობა დიდი ხანია გასცდა ქვეყნის ფარგლებს. 2025 წლიდან ჩვენი ორგანიზაციები მსოფლიოს წამყვანი ოლიმპიადების ოფიციალური წარმომადგენლები გახდნენ საქართველოში:
„როკო აკადემია“ ამ პრესტიჟულ ოლიმპიადას ქართველი მოსწავლეებისთვის 2018 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2025 წლიდან მისი ოფიციალური პარტნიორია.
2025 წლიდან „როკო აკადემია“ ფიბონაჩის საერთაშორისო ოლიმპიადის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
2025 წლიდან „საგანმანათლებლო რობოტიკის ასოციაცია“ (ERA) ოფიციალურად წარადგენს საქართველოს ამ მასშტაბურ რობოტების სპორტულ ჩემპიონატზე.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲩᲕᲔᲜ?
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ უნარებად გარდაიქმნება. ჩვენი გუნდი მზად არის, მხარი დაუჭიროს თითოეულ ნიჭიერ ახალგაზრდასა და პედაგოგს, რათა საქართველომ თავისი საპატიო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე.
შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ მომავალი!