top of page

ჩვენი ექსპერტთა გუნდი

გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც აერთიანებენ განათლებას, რობოტიკას, პროგრამირებას, ინჟინერიასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

ერთად ვქმნით შესაძლებლობებს ახალი თაობის განვითარებისთვის.

დავით.png

ROCO ACADEMY-ის დამფუძნებელი

და დირექტორი

დავით ნოზაძე

საგანმანათლებლო რობოტიკისა და ტექნოლოგიების ექსპერტი. ROCO ACADEMY-ისა და საგანმანათლებლო რობოტიკის ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი. ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი, პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდამჭერი. ხელს უწყობს მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას, ინოვაციური სწავლების დანერგვასა და ტექნოლოგიური განათლების განვითარებას საქართველოში.

ნანა.png

საგანმანათლებლო მიმართულების

ხელმძღვანელი

ნანა ნოზაძე

ხელმძღვანელობს ROCO ACADEMY-ის საგანმანათლებლო მიმართულებას. კოორდინაციას უწევს სასწავლო პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას. ხელს უწყობს რობოტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციური სწავლების განვითარებასა და ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობას. მონაწილეობს საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებასა და სასწავლო პროცესების ხარისხის გაუმჯობესებაში.

ნონა.png

ფინანსური მართვისა და კონტროლის

ხელმძღვანელი

ნონა ცანდიშვილი

ხელმძღვანელობს ROCO ACADEMY-ის ფინანსურ მართვას. უზრუნველყოფს ფინანსური პროცესების, აუდიტისა და ბიუჯეტების მონიტორინგს. ზედამხედველობს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას, ფინანსურ გამჭვირვალობას, ანგარიშგებასა და ორგანიზაციის რესურსების ეფექტიან გამოყენებას. მონაწილეობს საგანმანათლებლო პროექტების ფინანსურ დაგეგმვასა და ორგანიზაციის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.

უსანეთა.png

რობოტიკისა და სამრეწველო ავტომატიზაციის ექსპერტი | საგანმანათლებლო პროგრამების ავტორი

გიორგი უსანეთაშვილი

საგანმანათლებლო რობოტიკის, ელექტროინჟინერიისა და სამრეწველო ავტომატიზაციის სპეციალისტი. ასწავლის რობოტიკას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. თანამშრომლობს საწარმოებთან ადგილობრივი ავტომატიზებული სისტემების შექმნაზე. ავტორია ქართული საგანმანათლებლო რობოტის — „სქულბეთისა“ და მასზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამის, რომელიც ორი წლის განმავლობაში პრაქტიკაში გამოსცადა.

ანა.png

საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების კოორდინატორი

ანა ნოზაძე

კოორდინაციას უწევს ROCO ACADEMY-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებს. ხელს უწყობს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარებას. უზრუნველყოფს პროგრამების დაგეგმვას, განხორციელების მონიტორინგს, საორგანიზაციო პროცესების მართვასა და მონაწილეთა მხარდაჭერას.

ზურა.png

რობოტიკის პედაგოგი და ტრენერი

ზურაბ მაჭარაშვილი

რობოტიკის პედაგოგი და ტექნოლოგიური განათლების ტრენერი. აქვს საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. მუშაობს რობოტიკისა და ტექნოლოგიების სწავლების მიმართულებით, ხელს უწყობს მოსწავლეთა საინჟინრო აზროვნების, პრაქტიკული უნარებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას.

გიორგი.png

STEM განათლების, რობოტიკისა და ინჟინერიის ექსპერტი

გიორგი ხალიჩავა

ინფორმატიკის ინჟინერიის დოქტორი, პედაგოგი და ტექნოლოგიური ტრენერი. რობოტიკისა და დრონების სასწავლო პროგრამების ავტორი. ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას სკოლებსა და კოლეჯებში, ამზადებს მოსწავლეებს საერთაშორისო ჩემპიონატებისთვის და ხელს უწყობს STEM განათლების განვითარებას.

მია.png

ახალგაზრდული პროგრამების მოხალისე და საოლიმპიადო გუნდების მენტორის ასისტენტი

მია ქართლელიშვილი

მოსწავლე და საგანმანათლებლო პროგრამების აქტიური მოხალისე. საერთაშორისო და ადგილობრივი ოლიმპიადების ფინალისტი და გამარჯვებული. მონაწილეობს საოლიმპიადო დავალებებზე მუშაობაში, გუნდების მომზადებისა და მხარდაჭერის პროცესში. საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდა მონაწილეებს.

ბაია.png

ბიოინჟინერიისა და STEM პროექტების სპეციალისტი

ბაია რძელიშვილი

ბიოინჟინერიისა და STEM მიმართულების სპეციალისტი. მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების მომზადებაში, წარდგენასა და შეფასებაში. ახორციელებს მოსწავლეთა მენტორინგსა და კონსულტირებას, ეხმარება მათ ინოვაციური იდეების განვითარებაში და მონაწილეობს საგანმანათლებლო ბანაკების ორგანიზებასა და მართვაში.

დაჩი.png

ელექტროინჟინერიის სპეციალისტი და საერთაშორისო მსაჯი

დაჩი გრძელიშვილი

ელექტროინჟინერიის სპეციალისტი და რობოტიკის საერთაშორისო მსაჯი. მონაწილეობს საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადებსა და ჩემპიონატებში. ახორციელებს ქართველი მოსწავლეების მენტორინგსა და კონსულტირებას, ეხმარება მათ რობოტიკის პროექტების მომზადებაში, საინჟინრო უნარების განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით წარდგენაში.

ბექა.jpg

რობოტიკის პედაგოგი და ტრენერი

ბექა ბერიძე

რობოტიკის პედაგოგი და ტექნოლოგიური განათლების ტრენერი. აქვს კერძო საგანმანათლებლო სექტორში პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. მონაწილეობს რობოტიკის სასწავლო პროცესების ორგანიზებაში, მოსწავლეთა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობაში.

ბაჩანა.jpg

რობოტიკისა და პროგრამირების პედაგოგი

ბაჩანა ლომიძე

ინფორმატიკის ბაკალავრი, რობოტიკისა და პროგრამირების პედაგოგი. აქვს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ROCO ACADEMY-ში სწავლების გამოცდილება. მუშაობს მოსწავლეთა ტექნოლოგიური უნარების განვითარებაზე, რობოტიკისა და პროგრამირების პრაქტიკულ სწავლებასა და საინჟინრო აზროვნების ხელშეწყობაზე.

ნინო.jpg

STEM სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი | რობოტიკის ნაკრების მენტორი

ნინო მაჭარაშვილი

STEM განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულების სპეციალისტი, საერთაშორისო ოლიმპიადების ფინალისტი და საქართველოს რობოტიკის ნაკრების მენტორი. აქტიურად მონაწილეობს მოსწავლეთა მომზადებაში საერთაშორისო ოლიმპიადებისა და კონკურსებისთვის, უწევს მათ მენტორობასა და კონსულტირებას, ხელს უწყობს ინოვაციური პროექტების განვითარებასა და პრაქტიკული ტექნოლოგიური უნარების გაძლიერებას.

შოთა.jpg

მათემატიკური მოდელირებისა და რობოტიკის სპეციალისტი | მკვლევარი და მენტორი

შოთა ბერიძე

მათემატიკური მოდელირებისა და რობოტიკის სპეციალისტი. მუშაობს კვლევით პროექტებზე, რომლებიც აერთიანებს მათემატიკასა და რობოტიკას. ასწავლის მოსწავლეებს მათემატიკასა და რობოტიკას, ხელს უწყობს მათი ანალიტიკური და ტექნიკური უნარების განვითარებას. არის სხვადასხვა საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ოლიმპიადის მრავალგზის მონაწილე.

NIKA.jpeg

პროგრამირებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტი | სტუდენტი

ნიკოლოზ წურწუმია

პროგრამირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულების სპეციალისტი, სტუდენტი. აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადის მოსამზადებელ და საორგანიზაციო პროცესებში. მონაწილეობს საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებაში, ხელს უწყობს მოსწავლეთა პროგრამირების უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების განვითარებას.

no_image

რობოტიკისა და პროგრამირების პედაგოგი

ნოდარ დარახველიძე

ინფორმატიკის ბაკალავრი, რობოტიკისა და პროგრამირების პედაგოგი. აქვს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ROCO ACADEMY-ში სწავლების გამოცდილება. მუშაობს მოსწავლეთა ტექნოლოგიური უნარების განვითარებაზე, რობოტიკისა და პროგრამირების პრაქტიკულ სწავლებასა და საინჟინრო აზროვნების ხელშეწყობაზე.

mariami.png

ტექნოლოგიებისა და რობოტიკის სწავლების პედაგოგი

მარიამ ხაჩიძე

მარიამ ხაჩიძე ტექნოლოგიებისა და რობოტიკის სწავლების მიმართულებით აქტიურად მოღვაწე პედაგოგია. წლებია, მონაწილეობს მოსწავლეთა საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ოლიმპიადებისთვის მომზადების პროცესში.

მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვივება და პრაქტიკული უნარების განვითარება. იგი მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებს შეუქმნას შესაძლებლობები, საკუთარი ცოდნა და შემოქმედებითი პოტენციალი წარმოაჩინონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

ნიკოლოზ არევაძე.png

ახალგაზრდა პროგრამისტი, საერთაშორისო ოლიმპიადების ფინალისტი და მოსწავლეთა პროექტების მოხალისე მენტორი

ნიკოლოზ არევაძე

ნიკოლოზ არევაძე ახალგაზრდა პროგრამისტი, საერთაშორისო ოლიმპიადების ფინალისტი და საგანმანათლებლო ინიციატივების აქტიური მოხალისეა. წარმატებით ასპარეზობს რეგიონულ ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე, სადაც ავლენს ტექნოლოგიურ და ინჟინერიულ უნარებს. აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა ინოვაციური პროექტების მხარდაჭერაში, ეხმარება მათ იდეების განვითარებაში, პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებასა და პროექტების განხორციელებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვივებას, გამოცდილების გაზიარებასა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობას. საკუთარი მიღწევებითა და მოხალისეობრივი საქმიანობით ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.

no_image

რობოტიკისა და პროგრამირების პედაგოგი

3

3

no_image

რობოტიკისა და პროგრამირების პედაგოგი

4

4

შემოუერთდი ჩვენს ექსპერტთა გუნდს

გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და საერთაშორისო პროექტებში? შეავსეთ განაცხადი, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და ინტერესები. ჩვენი გუნდი განიხილავს თქვენს კანდიდატურას და დაგიკავშირდებათ.

Thanks for submitting!

bottom of page