საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროექტის — „რობოტიკა სკოლებში“ — საზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადი ოფიციალურად დაიხურა. ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ 5-დღიან ინტენსიურ პრაქტიკულ ვორქშოფებში ქვეყნის მასშტაბით შერჩეულმა 50-მა მოტივირებულმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. ეს არის მასშტაბური 3-თვიანი შრომის ლოგიკური გაგრძელება